უკრაინა-პოლონეთი

პესკოვი: კიევსა და ვარშავას შორის დაძაბულობა იმატებს, სამწუხაროდ ორივე ქალაქი რუსოფობიურია

დმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უკრაინისა და პოლონეთის ამჟამინდელ ურთიერთობას გამოეხმაურა.

"ვხედავთ რომ კიევსა და ვარშავას შორის გარკვეული დაძაბულობაა, ჩვენი პროგნოზით ეს დაძაბულობა გაიზრდება.

სამწუხაროდ ორივე დედაქალაქი რუსოფობიურია, რა თქმა უნდა ამას ყურადღებით ვადევნებთ თვალს. იმასაც ვხვდებით, რომ დროსთან ერთად კიევს ევროპის სხვა დედაქალაქებთანაც გაუფუჭდება ურთიერთობა.

ჩვენ კი ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რათა მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც დავისახეთ". – განაცხადა ვლადიმირ პუტინის სპიკერმა.

უკრაინასა და პოლონეთს ურთიერთობა მარცვლეულის ემბარგოს გამო ბოლო რამდენიმე თვეა დაეძაბათ

21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს.

პრემიერმინისტრის სიტყვები უარჰყო პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. 

კომენტარები