მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

Russian Defence Ministry/TASS/IMAGO

22 სექტემბერს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში 20 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნიან. აზერბაიჯანის მხრიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება შეიცავს საკვებს და ჰიგიენის პროდუქტებს. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები მთიანი ყარაბაღის მიმართულებით აგდამის რეგიონიდან გავიდნენ. მინისტრის თქმით, ჰუმანიტარული დახმარების მეორე მსგავსი პაკეტი მთიან ყარაბაღს უახლოეს მომავალშიც გაეგზავნება. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჰიკმეთ ჰაჯიევმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მანქანები მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებელი სომხების თხოვნის საფუძველზე გაუშვეს. 

20 სექტემბერს დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 2022 წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის რეგიონი ბლოკადაში მოაქცია, სადაც საკვებისა და სხვა პროდუქტების მარაგები რამდენიმე თვეში ამოიწურა. 


ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები