რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკასთან უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაზე ვიმუშავებთ – ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის დახვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას
Saul Loeb / AFP - Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებას გეგმავენ. 

"მივაღწიეთ გრძელვადიან შეთანხმებას  ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა უკრაინისთვის საჭირო იარაღი ვაწარმოოთ"  წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით აშშ უკრაინას დახმარების ახალ სამხედრო პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰარეო თავდაცვისთვის საჭირო ტექნიკას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას. 

"ეს არის ერთობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში აშშ-სთან ერთობლივი წარმოება ისტორიული რამ არის" – წერია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში. ამასთან ერთად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი წარმოება ორივე ქვეყნის ეკონომიკას წაახალისებს და ახალ სამუშო ადგილებს შექმნის. 

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-სთან ერთად "თავდაცვის ახალი ეკოსისტემის" შექმნას ისახავს მიზნად, რითიც თავისუფლების გაძლიერება და სიცოცხლის დაცვა უფრო შესაძლებელი გახდება. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა, როგორც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ისევე აშშ-ს კონგრესის ორივე პარტიასა და ორივე პალატას. მისივე თქმით, კონგრესმენებთან საუბრისას გრძნობდა ნდობას, რაც "ყოველთვის ერთობის საფუძველს წარმოადგენს."

"ეს გლობალურ დონეზე დადებით შედეგებს გამოიღებს" – წერს ზელენსკი. 

 

კომენტარები