ეროვნული ბანკი

​ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა

21 სექტემბრის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 50 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა  2.6884 შეადგინა.

ეს წლის მესამე აუქციონია. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 57 150 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ისევ გაუფასურდა, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6879 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8637 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

კომენტარები