რეკლამა

(რ) ცვლილება პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში

პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა. ეს გადაწყვეტილება ძალაშია 2023 წლის 12 სექტემბრიდან.

სს „პაშა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს წევრებმა:

  • სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ბატონი ჯალალ გასიმოვი.
  • სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ბატონი ფარიდ მამედოვი.

 სს „პაშა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები არიან:

  • სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ბ-ნი როვშან ალავერდიევი.
  • სამეთვალყურეო საბჭოს  წევრი - ქალბატონი კამალა ნურიევა.

 

პაშა ბანკი საქართველოს შესახებ

"პაშა ბანკი" ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

„პაშა ბანკი“ არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს      აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.
 

კომენტარები