ოთარ ფარცხალაძე

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა - საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.

ეს წლის მეორე აუქციონია. ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ივნისში გაიტანა 40 000 000 დოლარი, საიდანაც გაიყიდა 17.1 მილიონი.

20 სექტემბრის ვაჭრობისას ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 3.6 თეთრით - დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6750 ლარია, ევროსი კი - 2.8631 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

კომენტარები