უკრაინა-პოლონეთი

2024 წლიდან პოლონეთმა შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტოს

Bloomberg.com

2024 წლიდან პოლონეთმა შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტოს. ინფორმაციას გამოცემა Business Insider პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტრ მიულერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შეგახსენებთ, რომ დახმარების პროგრამა დროებითი და მისი ვადა მომდევნო წლის დასაწყისში სრულდება. არაფერია მუდმივი". – განაცხადა მიულერმა.

მიულერის თქმით პოლონეთის მთავრობამ ომის დაწყებისთანავე დაუფიქრებლად გაუწია უკრაინას დახმარება. ახლა, როდესაც მთელს მსოფლიო მეტი ინფორმაცია აქვს მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების ჯერია გვერდში დაუდგეს უკრაინას.

ომის დაწყების დღიდან პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებელი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში უკრაინელებს სარგებლობენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სამედიცინო მომსახურებაზე, ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, ბავშვებისთვის უფასოა სწავლა.

ურთიერთობა უკრაინასა და პოლონეთს შორის გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გამწვავდა. 

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ. ამ ქვეყნებში აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. 

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო უჩივლებს.

კომენტარები