რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს იმპორტის აკრძალვის გამო უჩივლებს

huffpost.com

უკრაინის აგროკულტურის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს საკვების იმპორტის აკრძალვის საქმეზე უახლოეს მომავალში უჩივლებს.

წინა კვირას უკრაინის ვაჭრობის წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან დააანონსა, რომ უკრაინა მეზობელ ქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებდა. 

"მნიშვნელოვანია, დავამტკიცოთ, რომ ეს ქმედებები არალეგალურია და ამის გამო ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - თქვა კაჩკამ. 

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ. ამ ქვეყნებში აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. 

კომენტარები