ლიტერატურული პრემია

2023 წლის ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები დასახელდნენ

2023 წლის ქართული ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რიგით 21-ე დაჯილდოების ცერემონია შატო მუხრანში გაიმართა.

წლევანდელი საბას ჟიურის წევრები იყვნენ ლელა დუმბაძე, ზაზა აბზიანიძე, რუსუდან რუხაძე, რეზო გეთიაშვილი და დათო გორგილაძე.

2023 წლის პრემია საბას მფლობელები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

გოგა ქობალია – ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად

გოდე გორგილაძე – რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე (მკითხველის საბა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნანა აბულაძე – ორივე სქესი

წლის საუკეთესო პიესა

ვალერი ოთხოზორია – წმინდა ნაწილები

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე – გალაკტიონი უცენზუროდ

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ლუკა ბაქანიძე – რომელი ხარ სარდაფსა შინა

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ნინი ელიაშვილი – სხვა სახელი მოუხდებოდა

დათო ქარდავა – მეორადი ჰომეროსი

წლის საუკეთესო რომანი

ზაზა ბურჭულაძე – ვარდის სურნელი

ივა ფეზუაშვილი – მასკარაფონე

წლის საუკეთესო თარგმანი

გიორგი ხულორდავა – აბდ ორ-რაჰმან ჯამის ბაჰარესთანი

დოდო ყვავილაშვილი – ხორხე ლუის ბორხესის ფიქციები

სპეციალური ჯილდო: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

ელზა გურგენიძე – ზაოდი

ლევან ბერძენიშვილი – ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი

თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა ნატა ლომოურს. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ელზა ახვლედიანი.

კომენტარები