ლიტერატურული პრემია

ქართული წიგნი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა

Be Funky

ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ნანა ექვთმიშვილის რომანი "მსხლების მინდორი" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა.

კონკურსის მიზანი იმ 40 ქვეყნის ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანის პოპულარიზაციაა, რომელშიც EBRD ოპერირებს.

ექვთიმიშვილთან ერთად ლონგლისტში კიდევ 9 სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმოები მოხვდა. გამარჯვებული 20 000 ევროს ოდენობის პრემიას მიიღებს.

ნანა ექვთიმიშვილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალია. გადაღებული აქვს ფილმები "გრძელი, ნათელი დღეები", "ჩემი ბედნიერი ოჯახი". "მსხლების მინდორი" ავტორის სადებიუტო რომანია, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

რომანი მოგვითხრობს თბილისში არსებული ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატის შესახებ, იქ მცხოვრებ მოზარდებსა და ბავშვებზე, მათ ბედსა და ცხოვრებაზე.

ათი შერჩეული წიგნიდან სამი ფინალისტი 3 მაისს გამოვლინდება.

კომენტარები