ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სუს-ში მიმდინარეობს

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

"რაც შეეხება აშშ-ის მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებისა და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას - ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა და მასზე ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". 

კომენტარები