აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგი: ჩინეთმა და აშშ-მ მშვიდობიან თანაარსებობას უნდა მიაღწიონ

სი ძინფინგი იოჰანესბურგში გამართულ BRICS-ის სამიტზე, 2023 წლის 23 აგვისტო.
GIANLUIGI GUERCIA/Pool via REUTERS/File Photo

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის თქმით, აშშ-მ და ჩინეთმა მშვიდობიან თანაარსებობას უნდა მიაღწიონ

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის საჰაერო ძალებში არსებული, იაპონიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩინეთის რესპუბლიკის მიერ დაქირავებული ამერიკული მოხალისეობრივი ჯგუფის, მფრინავი ვეფხვების ორი ვეტერანი მებრძოლის, ჰარი მოიერისა და მელ მაკმულენის წერილის პასუხად სიმ თქვა, რომ ჩინელი და ამერიკელი ხალხი იაპონიის სახით საერთო მტერს ებრძოდა, რის შედეგადაც ორ ერს შორის "ღრმა" მეგობრობა დამყარდა.

"ჩინეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც ორ მთავარ ქვეყანას, ეკისრებათ უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის. მათ უმჯობესია და უნდა მიაღწიონ ორმხრივ პატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ორივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობას". - აღნიშნა სიმ.

ბოლო პერიოდში ჩინეთისა და აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრების შემდეგ სის გზავნილი კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ორი ქვეყანა მუდმივი დაძაბულობის შესამცირებლად გზებს ეძებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას მსგავსი გზავნილი გაავრცელა ჩინეთის ვიცეპრეზიდენტმა, ხან ჭენგმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას.

ამჟამად, ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობა ბევრი სირთულისა და გამოწვევის წინაშეა. მსოფლიოს სტაბილური და ჯანსაღი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობა სჭირდება". - თქვა ხანმა.

კომენტარები