მკვლელობა თბილისში

საგამოძიებო: კაცი, რომელმაც დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს თანამშრომელია

კაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა.

"შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - ამბობს კვარაცხელია.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ.

კომენტარები