ე.წ. გადატრიალების საქმე

ხვიჩია სუს-ზე: ჩემს კოლეგებს ვიცნობ და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან

საბჭოთა კავშირი რომ უცხო ქვეყნის აგენტებს ებრძოდა და სულ საკუთარ მოსახლეობას ამზადებდა, რომ თითქოს, ისინი ქვეყანაში რაღაცას მოაწყობდნენ და დაამხობდნენ - კონტრრევოლუციონერებს რომ ეძებდნენ, დაახლოებით, ასეთი ნადირობაა კუდიანებზე, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, იმიტომ, რომ მე ჩემს კოლეგებს ვიცნობ და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან. 

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები