რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მოსკოვსა და ყირიმზე დრონებით თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დრონები ჩამოაგდო. 

მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის ინფორმაციით, 17 სექტემბერს, ღამის საათებში, ისტრას რაიონში საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოიგერია. 

"წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს." - ამბობს მერი. 

ამასთან, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა დრონებით თავს დაესხა ორიოლის ოლქს, სადაც თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. 

"დაახლოებით 03:50 საათზე ქალაქ ორელში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ის მოსკოვის ოლქის ყოფილ ქალაქში, ჟელეზნოდოროჟნიში არასაცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, სპეცსამსახურები იღებენ აუცილებელ ზომებს და სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის." - წერს ორელის რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი კლიჩკოვი Telegram-ზე

კომენტარები