რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანული კომპანია უკრაინას 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს – კლიჩკო

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, გერმანული კომპანია Quantum Systems-ი უკრაინას ახალი თრობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს

როგორც კლიჩკომ განმარტა, დრონები უკრაინის ტერიტორიაზე უკვე გამოცადეს.

"გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს გადასცემს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს, რომლებიც უკვე გამოცადეს უკრაინაში. ჩვენ კი მათ ფრონტზე ჩვენს დამცველებს მივაწვდით". - წერს კლიჩკო.

კიევის მერის თქმით, შეთანხმება ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შტერნ სტიუარტის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამიტზე შედგა. 

ამასთან, გაზაფხულის ბოლოს Quantum Systems-მა, რომლის სათავო ოფისი ბავარიაში მდებარეობს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Vector-ის ტიპის დამატებით 300 სადაზვერვო დრონი შეუკვეთა. 

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ამავე ტიპის 33 სადაზვერვო დრონი გასული წლის აგვისტოში შეუკვეთა, 2023 წლის იანვარში - 105, ხოლო მიმდინარე თვეში - 300 დრონი. შეკვეთების ხარჯებს გერმანიის მთავრობა დაფარავს.

კომენტარები