ევროკავშირის ემბარგო

ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა არ გაახანგრძლივა

www.tscnet.eu

ევროკომისია უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას აღარ ახანგრძლივებს

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, აკრძალვა 15 სექტემბერს ამოიწურა.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ უკრაინა დათანხმდა, მარცვლეულის ჭარბი რაოდენობის შესვლის თავიდან ასაცილებლად 30 დღის ვადაში სამართლებრივი ზომები წარადგინოს (მაგალითად, ექსპორტის ლიცენზირების სისტემა).

უკრაინა 16 სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოთხი ტიპის ექსპორტის კონტროლისთვის ეფექტიან ზომებს მიიღებს.

უკრაინა სამოქმედო გეგმას 18 სექტემბრამდე წარადგენს. ევროკომისია აცხადებს, რომ სანამ უკრაინის მიერ წარდგენილი ეფექტიანი ზომები სრულად იმოქმედებს, თავს შეიკავებენ რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებისგან. 

2023 წლის აპრილში ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. მოგვიანებით მათ გააუქმეს ეს ზომები ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომ დაწესებულიყო ემბარგო უკრაინიდან ოთხი სახის მარცვლეულის  - ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლების მიწოდებაზე ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე. ქვეყნები ემბარგოს გახანგრძლივებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე ითხოვდნენ.

კომენტარები