ევროკავშირის ემბარგო

კულება: იმედი გვაქვს, ევროკომისია უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს

Ozan Güzelce / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერს, რომ იმედი აქვს, ევროკომისია უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს.

"უკრაინა ელის, რომ ევროკომისია შეასრულებს სიტყვას და გააუქმებს ყველა შეზღუდვას უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე". - წერს კულება. 

 კულებას თქმით, უკრაინისთვის მისაღები არ არის შეზღუდვების გახანგრძლივება, "რადგან ეს ძირს უთხრის ერთიან ბაზარს, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ნდობას ევროკავშირის ვალდებულებების მიმართ".

2023 წლის აპრილში ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. მოგვიანებით მათ გააუქმეს ეს ზომები ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომ დაწესებულიყო ემბარგო უკრაინიდან ოთხი სახის მარცვლეულის  - ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლების მიწოდებაზე ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე. ქვეყნები ახლა ემბარგოს გახანგრძლივებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე ითხოვენ.

კომენტარები