პროტესტი გერმანიაში

მოქალაქეები ბერლინის ოპერაში რუსი მომღერლის მონაწილეობას აპროტესტებენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ოპერის მომღერალი, ანა ნეტრებკო

ბერლინში, სახელმწიფო ოპერის წინ 200-მდე მოქალაქე რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს წარმოდგენის გაუქმებაზე სახელმწიფო ოპერის უარს აპროტესტებს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნეტრებკო ბერლინის ოპერაში პირველად გამოვა. სექტემბრის თვეში ბერლინის ოპერის სცენაზე მომღერალი ლედი მაკბეტის როლში სამჯერ გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ  რუსი მომღერლის ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ჩახსნას ხელი 37 000-მა ადამიანმა მოაწერა.

ნეტრებკოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დღემდე არ დაუგმია. მეტიც, ომამდე 1 წლით ადრე მომღერალმა 50 წლის იუბილე კრემლში გალა-სპექტაკლით აღნიშნა.

ბერლინის მერი, კულტურის სენატორი და უკრაინის ელჩი გერმანიაში აკრიტიკებენ ოპერას იმის გამო, რომ მომღერალს სცენაზე დაბრუნების უფლება მისცეს.

რუსი მომღერლის მტკიცებით, იგი ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა პუტინს, რუსული მთავრობისგან ფინანსური დახმარება კი არასდროს მიუღია. 

"ომის დაწყების შემდგომ ანა ნეტრებკოს არ მიუღია არანაირი მონაწილეობა რუსეთში და მისი მენეჯერის დადასტურებით, მომღერალი ქვეყანაში დაბრუნებას ჯერ კიდევ არ აპირებს."- ნათქვამია ბერლინის სახელმწიფო ოპერის განცხადებაში. 

კომენტარები