საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: როცა სტატუსი მოლდოვასა და ბოსნიას მიენიჭა და საქართველოს არა, უსამართლობა იყო

იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები ისევ 50/50-ზეა, დაველოდოთ. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ წელს მაინც ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. თქვენ იცით, მოლდოვასა და ბოსნიაში რა მდგომარეობაა - კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუტის კუთხით. ყველა თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა. როდესაც კანდიდატის სტატუსი ამ 2 ქვეყანას მიენიჭა და საქართველოს არა, ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება იყო. თან შეგახსენებთ, რომ მოლდოვასაც, ბოსნიასაც და უკრაინასაც კანდიდატის სტატუსი ავანსად მიეცათ. დღემდე ამ ქვეყნებიდან ერთს 9-დან 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებული, მეორეს 7-დან 2. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს საქართველოსთვის დადებითი პასუხი [...] საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები ღირსებასა და სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით.

კომენტარები