რუსეთი

როსტოვში საბავშვო მოედანზე გარეული ტახი შეიჭრა – [VIDEO]

რუსეთში, ქალაქ როსტოვში საბავშვო მოედანზე გარეული ტახი შეიჭრა, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ მისდევს გარეული ტახი ორ ბავშვს. 

მოგვიანებით როსტოვის საგანგებო სამსახურმა დაადასტურა, რომ ქალაქში სამი გარეული ტახი დარბის. სავარაუდოდ ცხოველები ახლომდებარე მეურნეობიდან გამოიქცნენ. 

ამ დროისთვის საგანგებო სამსახურმა ერთი ტახი დაიჭირა. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას ტახის დანახვის შემთხვევაში პოლიციაში დარეკვისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები