რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში რუსული Су-24-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთის საჰაერო ძალების Сухой Су-24

ცენტრალურ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Su-24 ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, ცოცხლები არიან თუ არა ბორტზე მყოფი ორი მფრინავი. 

ინფორმაცია Su-24 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, რუსეთის სამთავრობო მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა და შეიარაღება არ გადაჰქონდა.

რუსული გამოცემა V1.ru-ს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პილოტები დაიღუპნენ. ამასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები