ნიგერის სამხედრო ხუნტა

საფრანგეთი ნიგერში დაკავებული ფრანგი დიპლომატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

SARAH MEYSSONNIER / AP

12 სექტემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქეთრინ კოლონამ გააკეთა განცხადება ნიგერში უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებული ფრანგი დიპლომატის შესახებ. კოლონას თქმით, საფრანგეთი ითხოვს დაკავებული ფრანგი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქე ნიგერის უსაფრთხოების სამსახურმა 8 სექტემბერს დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერში დაკავებული პირი საფრანგეთის მოქალაქეების სამართლებრივი მრჩეველია, რომელიც დიპლომატიურ მისიასთან ერთად მუშაობს. ის ფრანგი ექსპატრიატების მიერაა არჩეული და საკონსულო სტრუქტურებთან თანამშრომლობს. 

2023 წლის აგვისტოში ნიგერში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ხუნტამ მოითხოვა, რომ ნიგერში საფრანგეთის ელჩს და დიპლომატებს სწრაფად დაეტოვებინათ ქვეყანა. საფრანგეთი სამხედრო ხუნტის ძალაუფლებას ნიგერში არ ცნობს. 

კომენტარები