ნიგერის სამხედრო ხუნტა

ნიგერმა, მალიმ და ბურკინა ფასომ სამხედრო ალიანსი ჩამოაყალიბეს

RTN/Reuters

ნიგერში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ნიგერის ხუნტამ მეზობელ სახელმწიფოებთან, მალისთან და ბურკინა ფასოსთან სამხედრო ალიანსი შექმნა. როგორც მალიში, ისე ბურკინა ფასოში, მოქმედი ხელისუფლებები სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდნენ. სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის შესახებ ერთობლივად ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში განაცხადეს. 

აღნიშნული პაქტით, ნიგერის ხუნტის ლიდერმა, გენერალმა ტიანიმ მალისა და ბურკინა ფასოს შეიარაღებულ ძალებს, საჭიროების შემთხვევაში, ნიგერში შემოსვლის ნება მისცა. შემთხვევა, როდესაც პაქტის აღნიშნული მუხლი იქნება გამოყენებული ნიგერში უცხო ქვეყნების ინტერვენცია იქნება. პაქტი მალისა და ბურკინა ფასოს შეიარაღებულ ძალებს ნიგერისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების უფლებას აძლევს. 

სამხედრო პაქტი ასევე ავალდებულებს ასმივე სახელმწიფოს მიიღონ ერთობლივი ზომები მათ საზღვრებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად. 

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

კომენტარები