პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მდინარაძე პრეზიდენტზე: დაირღვა თუ არა, კითხვა არ არსებობს — კონსტიტუცია დაირღვა

კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება იყოს შეფუთვა რაღაცა ვითომ... ან სხვა რაღაცით არ შეიძლება შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე. ეს არის მთავარი. რაც შეეხება, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, უდავოა, შავით თეთრზე. ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა. 

დაირღვა თუ არა, კითხვა არ არსებობს. კონსტიტუცია დაირღვა, იმიტომ, რომ აქ კომპეტენციის დავა, კომპეტენციური დავა ვერ წარმოიშობა, იმიტომ, რომ ნებართვის გარეშე პრეზიდენტს არ შეეძლო გამგზავრებულიყო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორციელებინა. მტკიცებულება ამისა თავად შექმნა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით. ის რომ ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, მაშინ სახელმწიფო ხარჯებითაც გარისკავდა ამის გაკეთებას. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ გაბედა დანაშაულის ჩადენა იმიტომ, რომ უკვე სახელმწიფო ხარჯების დახარჯვა იმაში, რაზეც მთავრობას არ ჰქონდა ნებართვა, ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა თითქოს არაფერი.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

1-ელ სექტემბერს ქართული ოცნებამ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს.

კომენტარები