რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ კურსკის ოლქზე იერიში ორი დრონით მიიტანა – ოლქის გუბერნატორი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

12 სექტემბრის ღამით ორმა უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა კურსკის ოლქზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა გაავრცელა

"რილსკში ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინული დრონიდან ჩამოაგდეს". - თქვა კურსკის ოლქის გუბერნატორმა.

როგორც მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, თავდასხმის შედეგად ორ კორპუსს დაუზიანდა ფასადები, ხოლო ფანჯრები ჩაიმსხვრა. 

გარდა ამისა, მოგვიანებით სტაროვოიტმა თქვა, რომ უკრაინამ მეორე დრონით იერიშის მიტანა იმავე ქალაქზე სცადა. მისივე თქმით, არცერთ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები