სტუდია GHIBLI: ჰაიაო მიაძაკი კარიერას არ ასრულებს

ჰაიაო მიაძაკი პენსიაზე არ გადის. ინფორმაციას სტუდია Ghibli-ს ვიცეპრეზიდენტი ძიუნიტი ნისიოკი ავრცელებს.

ნისიოკის თქმით ანიმეების ლეგენდარული ავტორი ბოლო ფილმის გამოშვებიდან სულ მალე სტუდიაში ახალი იდეებით დაბრუნდა.

82 წლის მიაძაკის ბოლო ფილმი The Boy and the Heron არის. ანიმე მსოფლიო კინოგაქირავებაში დეკემბერში გამოვა. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პირველი ტრეილერი.

სტუდიო Ghibli-ს დამფუძნებელი ოსკაროსანი ჰაიაო მიაძაკი ანიმეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მის ნაწარმოებს შორსი არის Princess Mononoke, Spirited Away, Hawl's Moving Castle, My Neighbour Totoro. 

კომენტარები