უბედური შემთხვევა

"იმყოფება მართვით სუნთქვაზე" — სახურავიდან გადმოვარდნილი კაცის მდგომარეობა

წერეთლის გამზირზე სახურავიდან გადმოვარდნილი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ექიმი ტელეკომპანია პირველთან ლაპარაკისას ამბობს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"აღნიშნავენ რომ არის სიმაღლიდან ვარდნა, არის უმძიმესი მდგომარეობა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ტრავმული შოკი, სახის და ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე". - ამბობს ალადაშვილის კლინიკის ექიმი.

10 სექტემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, სახურავიდან კაცი გადმოვარდა. სავარაუდოდ, კაცი სახურავზე სამუშაოებს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები