რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 72-დან 74-მდე გაიზარდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 72-დან 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალეკსანდრ ვილკული ავრცელებს.

მისი თქმით, კომუნალური სამსახურების ბრიგადები და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად, რომელთა სახლები თავდასხმის შედეგად დაზიანდა. 

"კრივოი როგში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები სტაბილურად მუშაობს". - თქვა ვილკულმა.

8 სექტემბერს რუსეთმა კრივოი როგზე იერიში რაკეტით მიიტანა, რომელიც პოლიციის შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის მიმდებარედ 200 კვადრატული მეტრის რადიუსში ხანძარი გაჩნდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, რუსებმა კრივოი როგს Искандер-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს.

კომენტარები