ერაყი

ერაყში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალობის სიკვდილით დასჯას გულისხმობს

Hadi Mizban/AP/picture alliance

ერაყის პარლამენტი იმსჯელებს ახალ კანონპროექტზე, რომელიც ადამიანებს ჰომოსექსუალობის გამო სიკვდილით დასჯის

ერაყელმა პოლიტიკოსმა რაად ალ-მალიკიმ ერაყის პარლამენტში ჰომოსექსუალობის სიკვდილით დასჯის ინიციატივა წარადგინა. მისი თქმით, ამგვარი ქცევა საფრთხეა ერაყისთვის. 

საკანონმდებლო ინიციატივა გულისმობს შესწორების შეტანას "პროსტიტუციასთან ბრძოლის კანონში", სადაც დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება ჰომოსექსუალური ურთიერთობები და ტრანგენდერული იდენტობის დეკლარირება.

კრიტიკოსები ადამიანის უფლებების საკითხებზე აქცენტის გარდა ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი ერაყის მმართველი პარტიის მცდელობაა საზოგადოების ყურადღება რეალური პოლიტიკური პრობლემებისგან გადაიტანოს. 

ერაყელი LGBTQ უფლებების აქტივისტი რაშა იუნესის თქმით, კანონპროექტი ერაყში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციების და ხალხის ზოგადი უკმაყოფილების გადასაფარად არის ინიცირებული. 

კომენტარები