სტიქია გურიაში

გურიაში, სტიქიის ზონაში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს - შსს

Facebook post

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გურიაში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი. მათივე ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ 2 პირი.

"გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები." - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე, ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ სტიქიის შედეგად დაიმარხა სახლში, სადაც ბავშვი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

კომენტარები