რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუბაზე უკრაინაში რუსეთის მხარეს იძულებითი ბრძოლის სქემის საქმეზე 17 პირი დააკავეს

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კირილ ლავროვი
BBC

"გამოძიების შედეგად ამ ეტაპზე დაკავებული 17 პირი, მათ შორის არიან ორგანიზატორები". – განაცხადა კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა სეზარ როდრიგესმა. პოლკოვნიკის თქმით თაღლითურ დაჯგუფებას ორი ადგილობრივი მოქალაქეც ეხმარებოდა. 

პროკურორის თქმით ბრალდებულებს 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. დაკავებულებს ბრალად ტრეფიკინგი და უცხო ქვეყნის მიმართ მტრული ქმედებები ედებათ ბრალად. 

სექტემბრის დასაწყისში კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება კუბიდან ადამიანების ტრეფიკინგის ქსელის გახსნაზე. სამინისტროს ცნობით, კუბის მოქალაქეები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მიჰყავდათ, სადაც მათ რუსეთის მხარეს ბრძოლას აიძულებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქსელი მოსკოვიდან იმართება და ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, როგორც რუსეთში, ისე კუბაში მცხოვრები კუბის მოქალაქეები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ადამიანის ტრეფიკინგის ქსელის განეიტრალებაზე" - ნათქვამია კუბის მთავრობის განცხადებაში. 

რუსეთის მთავრობას აღნიშნული ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

2023 წლის მაისში რუსული გამოცემა რიაზან სითიმ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კუბის მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა. 

კომენტარები