რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუბამ ადამიანების ტრეფიკინგის და უკრაინაში რუსეთის მხარეს იძულებითი ბრძოლის სქემა გახსნა

Reuters 

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება კუბიდან ადამიანების ტრეფიკინგის ქსელის გახსნაზე. სამინისტროს ცნობით, კუბის მოქალაქეები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მიჰყავდათ, სადაც მათ რუსეთის მხარეს ბრძოლას აიძულებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქსელი მოსკოვიდან იმართება და ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, როგორც რუსეთში, ისე კუბაში მცხოვრები კუბის მოქალაქეები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ადამიანის ტრეფიკინგის ქსელის განეიტრალებაზე" - ნათქვამია კუბის მთავრობის განცხადებაში. 

რუსეთის მთავრობას აღნიშნული ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

2023 წლის მაისში რუსული გამოცემა რიაზან სითიმ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კუბის მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა. 

კომენტარები