"კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ [იმპიჩმენტის პროცესს] შედეგი უდიდესი ალბათობით ამას არ მოჰყვება, იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ რეაქციები ჩვენი ოპონენტების როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ ისევ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის მიერ, ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა და შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა.
50 ხელმოწერა ჯერ, რა თქმა უნდა, მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი."





