ნობელის პრემია

2022 წლისგან განსხვავებით, ნობელის დაჯილდოებაზე წელს რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვიეს

2022 წლისგან განსხვავებით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ბანკეტზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები წელს კვლავ მიიწვიეს.

ნობელის პრემიის დაჯილდოვების ყოველწლიურ ღონისძიებაზე ტრადიციულად შვედეთში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იწვევენ, თუმცა, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელარუსის ელჩები ღონისძიებაზე არ იყვნენ დაპატიჟებული.

ნობელის ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ღონისძიებაზე წელს დაპატიჟებული არიან მათ შორის ისინიც, ვინც არ იზიარებენ ნობელის პრემიის ღირებულებებს.

"ცხადია, რომ სამყარო დაყოფილია სფეროებად, სადაც მცირდება დიალოგი მათ შორის, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. იმისთვის, რომ ამ ტენდენციას დავუპირისპირდეთ, ჩვენ ვაფართოვებთ მოწვეულთა სიას, რათა ავღნიშნოთ და გავიგოთ ნობელის პრემიის, თავისუფალი მეცნიერების, თავისუფალი კულტურისა და თავისუფალი, მშვიდობიანი საზოგადოების მნიშვნელობა". – წერს ნობელის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ვიდარ ჰელგესენი განცხადებაში. 

კომენტარები