მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ ჰარუთინიანი გადადგა

Teleqraf.com

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოსტიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ის ხვალ, 1 სექტემბერს შეატყობინებს არცახელ ხალხს და არცახის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას პოსტის დატოვების შესახებ. 

არაიკ ჰარუთინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი 2020 წელს ომის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე გახდა. 

ის თავისი განცხადებით აზერბაიჯანის მხრიდან არცახის ცხრა თვიან ბლოკადას ეხმიანება. ჰარუთინიანი აზერბაიჯანის მიერ არცახის ცხრა თვიან ბლოკადას გენოციდად მოიხსენიებს. აზერბაიჯანულ მხარეს 2022 წლის 12 დეკემბრიდან არცახის რეგიონი ბლოკადაში ჰყავს მოქცეული. ბლოკადის გამო არცახის რეგიონს საკვები არ მიეწოდება, რის გამოც იქ მცხოვრები არცახელი მოსახლეობა შიმშილის პირასაა. 

"ბევრი განცხადება და მოწოდება გაკეთდა ასობით საერთაშორისო სუბიექტის მიერ. თუმცა, აზერბაიჯანის აგრესიული ქცევა არანაირად არ აღკვეთილა" - წერს ჰარუთინიანი.

კომენტარები