ნიკ კარტერი

BACKSTREET BOYS-ის ნიკ კარტერს სექსუალურ ძალადობაში მესამე ქალი ადანაშაულებს

Backstreet Boys-ის ყოფილ წევრს, ნიკ კარტერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. 

უცნობი ქალის თქმით შემთხვევა 2003 წელს მოხდა, რომელიც იმ დროისთვის 15 წლის იყო. ბრალმდებელი საჩივარში წერს, რომ პირველი შემთხვევა იახტაზე მოხდა, მომღერალმა ალკოჰოლი დაალევინა და თინეიჯერთან სექსი ჰქონდა. ქალის განმარტებით მისთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილება იყო და ამ შემთხვევის შემდეგ კარტერს მასთან კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა სექსი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კარტერს სექსუალურ ძალადობაში მესამე ქალი ადანაშაულებს. 

პირველი ბრალმდებელი აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ცერებრული დამბლის მქონე ქალი შენონ რუთია, რომელიც Backstreet Boys-ის ვოკალისტს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. შემთხვევის მომენტში რუთი ასევე არასრულწლოვანი იყო.

მეორე ბრალმდებელი მომღერალი და ბენდ Dream-ის წევრი მელისა შუმანია. შუმანმა კარტერის წინააღმდეგ სარჩელი მეორედ შეიტანა. 2017 წელს შეტანილი პირველი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ნიკ კარტერი და მისი ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები