Backstreet Boys

BACKSTREET BOYS-ის ნიკ კარტერს ცერებრული დამბლის მქონე ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

Befunky

Backstreet Boy-ის წევრ ნიკ კარტერს აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ცერებრული დამბლის მქონე ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. 

მუსიკოსს 39 წლის შენონ რუთი უჩივის. ბრალმდებელმა ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2001 წელს მომხდარი შემთხვევა გაიხსენა. საქმეს ამძიმებს ის გარემოება, რომ იმ დროს რუთი 17 წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო.

"განვლილი 21 წელი ტკივილში, გაუგებრობაში, იმედგაცრუებაში, სირცხვილსა და თვითდაზიანებაში გავატარე. ამ ყველაფრის მიზეზი ნიკ კარტერია, რომელმაც გამაუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა და ცერებრალური დამბლა მაქვს, ნიკ კარტერის ქმედებებმა და სიტყვებმა ყველაზე დიდი და უარყოფით გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მას შემდეგ რაც გამაუპატიურა "ჩამორჩენილი ძუკნა" მიწოდა". – ამბობს რუთი.

2017 წელს კარტერი გაუპატიურებაში პოპ ჯგუფ Dream-ის წევრმა, მელისა შუმანმა დაადანაშაულა, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა. 

კარტერი და მისი ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

 

კომენტარები