რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკის ოლქში დრონების თავდასხმა, ხოლო ყირიმის თავზე სარაკეტო იერიში აღვკვეთეთ – რუსეთი

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინის გაშვებული ორი დრონი მოიგერიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს

"30 აგვისტოს საღამოს შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე იერიში მიეტანა". - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ყირიმის თავზე საჰაერო სივრცეში უკრაინული რაკეტა გაანადგურეს.

ამასთან, ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა ფეოდოსიაში, კიროვსკეს აეროდრომზე "ამერიკული რაკეტით" სცადეს.

ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აკსიონივის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა აღნიშნა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. მისივე თქმით, დაზიანება "ერთ საათში გამოსწორდება".

კომენტარები