2023 წელს გარდაცვლილები

72 წლის ასაკში WHITESNAKE-ის გიტარისტი ბერნი მარსდენი გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ინგლისელი როკ მუსიკოსი, ბენდ Whitesnake-ის ყოფილი წევრი ბერნი მარსდენი გარდაიცვალა. 

"დიდი მწუხარებით გამცნობთ, რომ ბერნი მარსდენი გარდაიცვალა. ბერნიმ ცხოვრების ბოლო წუთები საყვარელი ადამიანების: ცოლისა და ორი შვილის გარემოცვაში გაატარა". – წერია მუსიკოსის ოფიციალურ გვერდზე.

მარსდენმა პირველი ბენდი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩამოაყალიბა. გიტარაზე უკრავდა როგორც როკს, ისე ბლუზს. 1976 წელს გახდა ბენდ Paice Ashton Lord-ის წევრი, რომელიც Deep Purple-ის ყოფილი წევრების, იან პეისისა და ჯონ ლორდის დაფუძნებული იყო. 1978 წელს სუპერჯგუფი დაიშალა, ამის შემდეგ მარსდენი Deep Purple-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრის, დევიდ კოვერდეილს, ბენდ Whitesnake-ში გადავიდა. მარსდენის და კოვერდეილის ერთობლივმა სიმღერებმა ბენდს დიდი პოპულარობა მოუტანა. გიტარისტი როკ ჯგუფიდან 1982 წელს წამოვიდა, მცირე პერიოდში მან იმუშავა Whitesnake-ის 5 სტუდიურ და 1 ცოცხალ ალბომზე. მარსდენი ჰიტების Here I Go Again და Fool For Your Loving თანაავტორია. Whitesnake-დან წამოსვლის შემდეგ ჩაწერა, როგორც სოლო არტისტმა გამოუშვა ათზე მეტი ალბომი.

კომენტარები