რუსული ოკუპაცია

მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე ოკუპანტებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თითქმის 2-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო ტყვეობიდან მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველა საშუალება გამოიყენა, მათ შორის, "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატები.

მამუკა ჩხიკვაძე რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 2021 წლის 12 დეკემბერს, ხოლო კახაბერ ნათაძე 10 დეკემბერს გაიტაცეს. 2022 წლის 12 მაისს ჩხიკვაძეს ოკუპანტებმა 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები