სამხედრო გადატრიალება ნიგერში

დასავლეთ აფრიკის ლიდერებმა ECOWAS-ის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს

Mahamadou Hamidou/Reuters

დასავლეთ აფრიკის ლიდერებმა გასულ თვეში ნიგერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობის კომისიის (ECOWAS) პრეზიდენტის, ომარ ალიე ტურაიეს განმარტებით, ძალები ნიგერის რესპუბლიკაში "კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად" უნდა განთავსდეს.

ნიგერში პოლიტიკური ვითარება გასულ კვირებში განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს. ECOWAS-მა მომხდარს რამდენიმე დღის შემდეგ სანქციებითა და მმართველი სამხედრო ხუნტასთვის ულტიმატუმის წაყენებით უპასუხა, რაც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო ხუნტის მიერ ძალაუფლების დათმობას გულისხმობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ალიანსი სამხედრო ინტერვენციის გზას მიმართავდა.

ულტიმატუმის წაყენებიდან 1 კვირაში, 6 აგვისტოს ECOWAS-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უპირატესობას კრიზისის დიპლომატიურად გადაჭრის გზას ანიჭებენ და ჯარებს ნიგერში პრობლემის გადაჭრის უკანასკნელ საშუალებად მიიჩნევენ.

CNN-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებიან - 40-მდე პიკაპის ტიპის კოლონა დედაქალაქში 6 აგვისტოს ჩავიდა და ჯარები ქვეყნის სხვა ნაწილებიდან ჩამოიყვანა.

კომენტარები