უკრაინა-საფრანგეთი

ვიტალი კლიჩკომ პარიზში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევის მოედანი გახსნა

 VITALII KLITSCHKO

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პარიზში კიევის მოედანი გაიხსნა. მოედანი კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და პარიზის მერმა, ან იდალგომ გახსნეს

ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე დაწერა, რომ ცერემონიას ესწრებოდნენ პარიზში მცხოვრები უკრაინელები და ის უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესს საფრანგეთში გადიან. 

"სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩატარდა. საფრანგეთის დედაქალაქი აჩვენებს ფრანგი ხალხის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი" - წერს კლიჩკო. 

კომენტარები