უკრაინა-საფრანგეთი

უკრაინა საფრანგეთისგან €200 მილიონის გრანტს მიიღებს

UKRAINSKA PRAVDA

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას უკრაინისა და საფრანგეთს შორის შეთახნმება წარუდგინა, რომელიც 200 მილიონი ევროს საგრანტო სახსრების მიღებას საშუალებას იძლევა.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თავის ტელეგრამ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს საფრანგეთთან შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 200 მილიონი ევროს საგრანტო თანხები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენისთვის." - წერს უკრაინის პრემიერმინისტრი.

გარდა ამისა, შმიგალის თქმით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს გადაანაწილოს რესურსები და ქვეყნის აღდგენის პროგრამებისთვის დამატებითი 50 მილიონი მიიღოს ევროკავშირისგან.

კომენტარები