რესლინგი

36 წლის ასაკში რესლინგის ჩემპიონი ბრეი უაიატი გარდაიცვალა

36 წლის ასაკში ამერიკელი რესლერი ბრეი უაიატი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, სპორტსმენს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელთა გამო რინგის დატოვება მიმდინარე წლის თებერვალში მოუწია.

რესლერი WWE-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. მისი სპორტული ფსევდონიმებია ალექს როტუნდა, აქსლ მალიგანი, The Fiend, ჰასკი ჰარისი. რიგ შეხვედრებს უაიატი ნიღბით ატარებდა. 

უაიატი რესლინგით კოლეჯში დაინტერესდა, ახალგაზრდა სპორტსმენი 2005 წელს ფლორიდის შტატის ჩემპიონი გახდა. 2009 წლამდე სპორტსმენი ასევე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო.

სპორტსმენის გარდაცვალებას არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის რესლინგის ლეგენდა და მსახიობი დუეინ ჯონსონი გამოეხმაურა.

"ბრეტ უაიატის გარდაცვალების ამბავმა გული დამწყვიტა. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. მიყვარდა მისი რინგზე გამოსვლები და მისი ადგილი WWE-ს სამყაროში. ძალიან უნიკალური, მაგარი და იშვიათი ხასიათი შექმნა". – წერს ჯონსონი.

კომენტარები