გერმანია-უკრაინა

გერმანიის ვიცე კანცლერი დაზვერვას უკრაინის ომის არასწორი პროგნოზების გამო აკრიტიკებს

Omer Messinger/Getty Images

გერმანიის ვიცე კანცლერი, რობერტ ჰაბეკი გერმანულ დაზვერვას მწვავედ აკრიტიკებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების არასწორი პროგნოზირების გამო. ჰაბეკმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

რობერტ ჰაბეკის თქმით, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვებისგან განსხვავებით, გერმანულმა დაზვერვამ სერიოზულად არ მიიჩნია რუსული სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვართან ომის დაწყებამდე. 

"ჩვენი დაზვერვის სამსახური ვარაუდობდა, რომ რუსეთი მთელ უკრაინას 1-2 დღეში დაიკავებდა" - თქვა რობერტ ჰაბეკმა. 

კომენტარები