დმიტრი უტკინი

როსავიაცია ადასტურებს, რომ პრიგოჟინი და უტკინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იყვნენ

როსავიაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში ევგენი პრიგოჟინთან ერთად სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სირიაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანია სლავური კორპუსის ყოფილი წევრი და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, დმიტრი უტკინიცაა.

მგზავრთა სრული სია ასე გამოიყურება: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალეკსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი.

გარდა ამისა, როსავიაციის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრიც: მეთაური, ალეკსეი ლევშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი, კრისტინა რასპოპოვა.

ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ბორტზე და ისინი დაღუპულები არიან. ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

როსავიაციის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

როსავიაციის ცნობით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინიც იმყოფებოდა

თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.

ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.

კომენტარები