უკრაინა-საბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა უკრაინის NATO-ში მიღების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

President of Ukraine's Office

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

"დეკლარაცია ადასტურებს უკრაინისა და საბერძნეთის მზადყოფნას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისთვის და NATO-ს სტანდარტების იმპლემენტაციისთვის" - წერია დოკუმენტში. 

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მიცოტაკისმა თქვა, რომ საბერძნეთი გააგრძელებს სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის და მონაწილეობას მიიღებს უკრაინული ქალაქების ომის შემდგომ რეკონსტრუქციის პროცესში. 

კომენტარები