რუსეთი-ირანი

ირანული სამხედრო დელეგაცია მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

Tasnim News Agency

ირანული სამხედრო დელეგაცია მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი სახმელეთო ძალებს შორის თანამშრომლობა იქნება. 

ინფორმაციას დელეგაციის ვიზიტის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დასავლეთისგან სანქცირებული ირანი და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო ახლო პარტნიორებად იქცნენ. 

აშშ და ევროპული სახელმწიფოები ირანს რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიყიდვაში ადანაშაულებს. 

კომენტარები