რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 აპრილს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას მოაწერა ხელი.
სააგენტოს РИА Новости-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ დაეხმარებიან აგრესორს, თუ რომელიმე მათგანი თავდასხმის მსხვერპლი გახდება და არ დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას სეპარატისტული მოძრაობების მხარდასაჭერად, რომლებიც მხარეების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან.
ირანი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და არ შეუერთდებიან ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
სააგენტო ასევე წერს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთიდან ირანში აზერბაიჯანის გავლით გაზსადენი გაივლის.
რუსული მედიის თანახმად, ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეები ბირთვულ სფეროში ერთობლივი პროექტებით, მათ შორის, ბირთვული ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობით, არიან დაინტერესებულები.
ხელშეკრულება 20 წლის ვადით გაფორმდა და ყოველ 5 წელიწადში ავტომატურად გაგრძელდება.